ვებგვერდის უსაფრთხოება

ვებ-გვერდი optiswiss.ge არის დაცული „უსაფრთხოების სერტიფიკატით“ და მონაცემების გაცვლა ხდება დაშიფრული https არხით.

მიუხედავად ამისა შეგახსენებთ, რომ ინტერნეტკომუნიკაციები მაინც არ არის ბოლომდე უსაფრთხო. ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ რაიმე სახის პასუხისმგებლობა ვებ-გვერდზე გაგზავნილ მონაცემებზე მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და ინფორმაციის დაზიანებაზე

გადახდის პირობები

საიტზე  პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი პლასტიკური ბარათით (ტრანზაქციები ხდება —————– საშუალებით) , შესყიდვის გაფორმებისას შესაბამისი ველების შევსების შედეგად შეკვეთა ფიქსირდება ბაზაში,  რის შემდეგაც პროდუქცია მოგეწოდებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე ამავე საიტზე მიწოდების პირობებით განსაზრვრულ დროში.

მიწოდების პირობები

შეძენილი პროდუქციის მიწოდების პირობები განისაზღვრება პროდუქტის მიზოდების მისამართის მიხედვით:

  • შეკვეთის დღეს (თუ შეკვეთა განხორციელდა 15:00სთ-მდე) – 8 ლარი
  • შეკვეთიდან ორი დღის ვადაში – 6 ლარი
  • შეკვეთიდან სამი დღის ვადაში – 4 ლარი

პროდუქციის დროულად და უსაფრთხოდ მიწოდებაზე პასუხისმგებელია საკურიერო კომპანია.

პერსონალური მონაცემების დამუშავება

ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენ გესმოდეთ, თუ როგორ ხდება ამ ინფორმაციის გამოყენება. კონფიდენციალობის მიზანია განგიმარტოთ როგორ გამოიყენება და შეინახება ის პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაზიარებასაც თქვენ ახდენთ ჩვენთვის optiswiss.ge ვებგვერდის საშუალებით.

ინფორმაციის დაცვა
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და შენახულ იქნეს კომპანიის კომპიუტერებში ან სხვა საშუალებით. „თქვენს ინფორმაციაში“ ჩვენ ვგულისხმობთ პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (ა) ვიღებთ თქვენგან ან მესამე პირებისგან თქვენი თანხმობის საფუძველზე. ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე ასევე არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე. გამონაკლისი შესაძლოა გახდეს კანონით დადგენილი შემთხვევები.

თქვენი ინფორმაციაშეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი მიზნებისთვის:

  • პროდუქციის შეძენა და მიტანა დანიშნულების ადგილას.
  • არაპირდაპირი და პირდაპირი რეკლამა
  • პროდუქციის საგარანტიო მომსახურება

თქვენ გაქვთ პირადი ჩანაწერებთან დაშვების უფლება. თუ გსურთ ამ უფლების გამოყენება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

მისამართზე optiswiss.ge@gmail.com

ინფორმაციის შეგროვება

ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის გამოსაყენებლად მოითხოვება რეგისტრაცია. თუ თქვენ რეგისტრირდებით ან დარეგისტრირებული ხართ ჩვენი ონლაინმომსახურების მიმღებად, ამავე დროს ირჩევთ მოგვაწოდოთ გარკვეული სახის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა: თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი მონაცემები, რომლებსაც მიუთითებთ ვებგვერდზე. ასევე შეგიძლიათ პაროლის შეცვლა ნებისმიერ დროს. უფლებას ვიტოვებთ ჩავიწეროთ ან/და მონიტორინგი გავუწიოთ ჩვენ შორის განხორციელებულ სატელეფონო ზარებს და ელექტრონულ მიმოწერას, იმისათვის რომ მოხდეს ინსტრუქციების გადამოწმება და დაზუსტება იმისა, რომ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს.

პროდუქტის უკან დაბრუნების ან გადაცვლის პირობები:

  • თქვენ შეგიძლიათ ნივთის უკან დაბრუნება ან გადაცვლა თუ ნივთი მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ იქნა შეცდომით,სხვა ტექნიკური და ვიაზუალური მახასიათებლით.
  • მნიშვნელოვანია,რომ დასაბრუნებელ ნივთს არ აღენიშნებოდეს ფიზიკური დაზიანებები,ნივთთან ერთად უნდა დაბრუნდეს მისი ორიგინალური შეფუთვა, ყველა ის აქსესუარი და ინსტრუქცია, რაც ნივთს მოყვა.
  • კომპანია უფლებამოსილია არ დაიბრუნოს და არ შეცვალოს ნივთი,იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა,მისი მიღება- ჩაბარების დროს,არასათანადოდ შეამოწმა ნივთი.
  • კომპანია ასევე უფლებამოსილია არ დაიბრუნოს ნივთი,თუ შეძენილმა ნივთმა ვერ გაამართლა მყიდველის მოლოდინი,აღარ სურს მას ეს ნივთი და სხვა მსგავსი პირობების არსებობისას.

თანხის  დაბრუნების პირობები

  • თანხის უკან დაბრუნება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დააკმაყოფილებთ ნივთის უკან დაბრუნების პირობებს.

კომპანია

optiswiss.ge -ზე პროდუქცია განთავსებულია და პროდუქციის ხარისხზე და შესაბამისობაზე პასუხისმგებელია კომპანია: “ოპტისვის საქართველო” ნინოშვილის ქ.71, 0112 თბილისი, ტელ: +995 555 995 112, ელ-ფოსტა: optiswiss.ge@gmail.com